Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო ჩემი სამშობლო ,,მთიულეთი"
   სწავლების პროცესზე დიდ გავლენას იქონიებს მიღებული ახალი ცოდნა .ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები,ვისწავლეთ მეთოდები და სტრატეგიები,რომელიც დაგვეხმარება მოსწავლის საჭიროებების დადგენაში.
    დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება მოვისმინეთ კოლეგების პროექტების პრეზენტაციები.
    შევუფასეთ ერთმანეთს ნაშრომები და მივეცით რჩევები,
     ამ ტრენინგით გავეცანით ინტელ-პროექტებით სწავლებას.
დიდი მადლობა ამ პროქტის ავტორს ,ეს პროექტიდამეხმარება ჩემს შემდგომ მუშაობაში.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  ქალბატონ ნინოს ამ უდიდესი შრომისათვის.

 

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

       ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩემი და მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდის და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის  შევქმენი მოსწავლეთა მხარაჭერის შაბლონი.რათა მოსწავლე გახდეს უფრო თვითრეგულირებადი,და დამოუკიდებელი.შევიტანე გეგმაში ცვლილებები. შევიტანე საპროექტო აქტივობები.ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო რომ გეზი მივცე მოსწავლეებს.

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე

     ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფსების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფასე მეწყვილეს პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით.რაც დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეები გავეცანი შეფასების რუბრიკას შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა,პროექტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა
                                     მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა
   


Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე


      ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე  საჭირო საიტების სწრაფი,მოძებნა და გამოყენება ,პრეზენტაციის ბლოგზე  ატვირთვა, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ ,Bookmarker-ის გამოყენება. 

 სწავლეს სწავლის პროცესზე

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით. გავეცანით განმავითარებელი შეფასების მეთოდებს, მიზსნებს , ინსტრუმენტებს, რაც დამეხმარება მოსწავლეების საჭიროებების დადგენაში, შევქმენით მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტი. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია აუდიტორიისათვის გასაცნობად.

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღე

      ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით კერძოდ სტანდარტების გამოყენება დამეხმარა მოსწავლეებისათვის მისაღწევი შედეგების გაანალიზებაში.

Saturday, September 3, 2016

მეორედღე

    ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში მასწავლა პროექტის დაგეგმარება.
დამანახა რომ პროექტებით სწავლებით მოსწავლეები  იძენენ 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს.